გიგა ლორთქიფანიძე და ბიძინა კვერნაძე ასრულებენ სიმღერას „ვარდები არ არიან“ – ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე

20:00, 24.12.2019

გიგა ლორთქიფანიძე და ბიძინა კვერნაძე ასრულებენ სიმღერას „ვარდები არ არიან“. ვიდეო ჩაწერილია 1970-იან წლებში.

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.

ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.

ტელემუზეუმი

მსგავსი