გიგა ჭიკაძის თანაგუნდელი მარვინ ვეტორი კარლ რობერსონს დაუპირისპირდება
მარვინ ვეტორისა (14-3-1) და კარლ რობერსონის (9-2) ბრძოლა უკვე მეორედ დაიგეგმა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ათლეტები ერთმანეთს 13 მაისს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ „იუ ეფ სი“ (UFC) სამ ქარდს ერთი კვირის ინტერვალში ჩაატარებს, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა. საინტერესოა, იქნება თუ არა რომელიმე ღონისძიებაზე ქართველი მებრძოლი? დიდია ალბათობა, რომ მაისში ოქტაგონზე გიგა ჭიკაძეც ვიხილოთ. როგორც ვიცით, ქართველი მეტოქის დასტურს ელოდება. თანაც გიგა მარვინ ვეტორის თანაგუნდელია.
რაც შეეხება მარვინ ვეტორის, 26 წლის იტალიელმა ბოლო ბრძოლაში ცეზარ ფერეირა მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დამაჯერებლად დაამარცხა. მანამდე, სამი თვით ადრე, ვეტორიმ ასევე დამაჯერებლად სძლია ენდრიუ სანჩესს.
13 მაისის ქარდის მთავარი ბრძოლა ენტონი სმიტსა და გლოვერ ტეიხეირას შორის შედგება. ამავე ღამეს იბრძოლებენ ბენ როთველი და ოვინს სეინტ პრეუ.