გიგა ჭიკაძის და ალექს კასერესის ბრძოლა 29 აგვისტოს გაიმართება - ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
გიგა ჭიკაძის და ალექს კასერესის ბრძოლა 29 აგვისტოს გაიმართება - ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან

UFC-ის ოქტაგონზე დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ალექს კასერესს 29 აგვისტოს დაუპირისპირდება. თავდაპირველად ბრძოლა 9 აგვისტოს იყო ჩანიშნული, თუმცა, როგორც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, ორთაბრძოლის თარიღი შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის კასერესმა მიმდინარე წელს ერთი ორთაბრძოლა უკვე გამართა და პერსპექტიული ჩეის ჰუპერი დამაჯერებლად დაამარცხა. ამერიკელ მებრძოლს კარიერაში 16 ბრძოლა აქვს მოგებული და 12 მარცხი აქვს განცდილი. ის UFC-ში 2011 წლიდან ასპარეზობს.

ბრძოლის თარიღი შეიცვალა და დაპირისპირება 9 აგვისტოს ნაცვლად 29 აგვისტოს შედგება. რა გახდა ბრძოლის გადადების მიზეზი? სად გაიმართება გაიმართება ბრძოლა?

დიახ გიდასტურებთ, რომ ბრძოლა ამერიკის დროით 29 აგვისტოს, საქართველოს დროით კი 30 აგვისტოს გაიმართება. ლოკაცია უცვლელია, ქარდი ლას ვეგასის აპექსის დარბაზში ჩატარდება. მეტოქეც იგივე იქნება, ალექს კასერესი. გადადების მიზეზი ჩემი მეტოქის ტრავმაა. UFC-დან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ იყო შესაძლებლობა, რომ სხვა მეტოქე ამერჩია, ან კასერესთან ბრძოლის თარიღი შეცვლილიყო. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეტოქე არ შემეცვალა და 29 აგვისტოს დავთანხმებულიყავი კასერესთან ბრძოლას. ეს გარკვეულწილად კარგიც არის, რადგან მეტი დრო მექნება მოსამზადებლად და წონაში დასაკლებად.

დატოვე კომენტარი