გიგა ჭიკაძე დანა უაითის შოუში | UFC-ში შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ
გიგა ჭიკაძე შესაძლოა მე-3 ქართველი სპორტსმენი გახდეს, რომელიც UFC-ში (Ultimate Fighting Championship) იჩხუბებს.
ინფორმაცია მან თავად, „ფეისბუქის“ მეშვეობით გაავრცელა. ქართველმა მებრძოლმა ისაუბრა იმაზე, რომ მან კონტრაქტი გააფორმა „დომინანს მენეჯმენტთან“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. აღნიშნულ კომპანიასთან კონტრაქტი ისეთ ცნობილ სპორტსმენებს აქვთ, როგორიც ფაბრიციო ვერდუმი, ქოდი გარბრანტი, ხაბიბ ნურმაგომედოვი და ფრენკი ედგარი არიან.
2018 წლის 20 ივნისს, გიგა 21 წლის მაროკოელ იუსეფ ზალალს „დანა უაითის შოუში“ (Dana White Tuesday Contenders) დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა UFC-ის კონტრაქტი მიიღოს.
იუსეფ ზალალს შერეულ საბრძოლო ორთაბრძოლებში მხოლოდ ორი შეხვედრა აქვს გამართული და მან ორივე მათგანში გაიმარჯვა. რაც შეეხება ჭიკაძეს, ქართველმა მებრძოლმა MMA-ში 6 ბრძოლა გამართა, ხუთი მოიგო (5 ნოკაუტი) და ერთში დამარცხდა (მსაჯთა გადაწყვეტილება).