გია ვოლსკი - უზნეო და უტიფარი ძალა გიორგი შაქარაშვილის საქმეს, ამ უბედურებას პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად იყენებს
გია ვოლსკი - უზნეო და უტიფარი ძალა გიორგი შაქარაშვილის საქმეს, ამ უბედურებას პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად იყენებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ უზნეო და უტიფარი ძალა გიორგი შაქარაშვილის საქმეს, ამ უბედურებას პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად იყენებს.

ვოლსკი აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება პროფესიონალურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში იქნება კონკრეტული შედეგი.

„ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ვერ ერკვევიან, რა პროცესები მიმდინარეობს, მსჯელობენ მხოლოდ იმით, რა ინფორმაციაც გამოაქვთ დაინტერსებულ მხარეებს ამ გამოძიების თაობაზე. გამოყენებულია ყველაფერი, მედიასაშუალებები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ექვემდებარებიან, ყველამ ვიცით, ვისზე არის ლაპარაკი. პოლიტიკურ ასპექტში გამოიყენება ის უბედურება, რომელიც ამ ოჯახს და მთელ საქართველოს დაატყდა თავს. გამოძიება პროფესიონალურად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ამ გააფთრებული ხელის შეშლის მიუხედავად, გვექნება კონკრეტული შედეგი. მედიას არ ვეძახი მე დაწესებულებებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა ან მისი მისი ქვედანაყოფები ან „ევროპული საქართველო“ განაგებენ სიტუაციას და ამ თემის წინ გამოტანა სურთ პოლიტიკური ბრძოლის ველზე რაიმე დივიდენდის მისაღებად. მედია უშლის ამას ხელს – არის არასწორი ნათქვამი, ამ მედიით სარგებლობენ სახალხო დამცველის სრული გამოთიშვის პირობებში; სარგებლობენ კონკრეტული მედიასაშუალებებით, რათა საზოგადოებას მიაწოდონ დეზინფორმაცია და სარგებლობენ იმ ხალხის აქტივობებით, რომლებიც არიან დაინტერესებული მხარეები და გამოძიებას აქტიურად უშლიან ხელს. ესეც არის ფაქტი. თუნდაც, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ამ საცოდავი ოჯახის განცხადებას თუ შევაფასებთ და გავაანალიზებთ, მე მგონი, არავის შეკითხვა არ უნდა დარჩეს, ვისთან გვაქვს საქმე. რა უზნეო და უტიფარ ძალასთან გვაქვს საქმე, რომელიც იყენებს ამ უბედურებას იმისათვის, რათა რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს“, – აცხადებს გია ვოლსკი.