გია ვოლსკი - გავრცელებულ კადრებში იყო ადგილი, სადაც სპეცრაზმის ლოკაციაა და სამუშაო პროცესი მიდის
გავრცელებულ კადრებში იყო ადგილი, სადაც სპეცრაზმის ლოკაციაა და სამუშაო პროცესი მიდის, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ რამდენიმე მედიასაშუალების გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, რომელზეც სამართალდამცველები იყვნენ აღბეჭდილი.
„ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებაზე ვერაფერს გეტვით, ასეთი არ ყოფილა. მაგრამ სადაც კადრები იყო, თქვენი გადაღებული, ეს ის ადგილი იყო, სადაც სპეცრაზმის ლოკაციაა. გადაიღეს, ის ადგილი სადაც მით უმეტეს ისინი ეკიპირებას იხსნიან თუ აბარებენ, სამუშაო პროცესი მიდის. რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით შეგიძლია, თქვა, რომ პოლიცია აქ არის. ძალის გამოყენება არ ვიცი, ეს მათი პროფესიონალური საკითხია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავდა, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ იყო ცნობილი.