გია ვოლსკი - არ შეიძლება, პარტიები პირადად მიხეილ სააკაშვილს ემსახურებოდნენ, 2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოებას ჩამოყალიბებული აზრი უნდა ჰქონდეს კონსტრუქციულ ოპოზიციაზე
გია ვოლსკი - არ შეიძლება, პარტიები პირადად მიხეილ სააკაშვილს ემსახურებოდნენ, 2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოებას ჩამოყალიბებული აზრი უნდა ჰქონდეს კონსტრუქციულ ოპოზიციაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკისთვის სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიები აყოლილი არიან „ნაცმოძრაობას“. როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა თქვა, რომ ოპოზიციურ პარტიებს საცივში აქვთ თავი ჩაყოფილი და „ნაცმოძრაობის“ ჭკუა-დარიგებას თავდახრილი უსმენდნენ.

„არ შეიძლება, კონკრეტული პარტია პირადად მიხეილ სააკაშვილს ემსახურებოდეს. სამი წელიც მალე გაივლის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებას ჩამოყალიბებული აზრი უნდა ჰქონდეს კონსტრუქციულ ოპოზიციაზე, თუნდაც, მწვავე კრიტიკის ფორმატში მოღვაწე პარტიაზე, რომელიც ზრუნავს ქვეყანაზე და არა – „ნაცმოძრაობის“ გამარჯვებაზე.

რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ მიმართ მორჩილებასა და ქედისმოხრას სხვა პარტიის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ პარტიების ნაწილი პარლამენტს დაუბრუნდა, იმის პერსპექტივა არ არსებობს, რომ, როგორც პოლიტიკურ ძალას შეშვენის და რა დავალებაც მათ ამომრჩეველმა მისცათ, ისე იმუშავებენ“, – დასძინა ვოლსკიმ.