გია გეგუჩაძე ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელია #1TVSPORT
გია გეგუჩაძე ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელია #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა პირველი წრის რჩეულები დაასახელა და საუკეთესო მწვრთნელად გია გეგუჩაძე აღიარა.

ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის დასახელება შემთხვევითი არაა. გუნდმა პირველ წრეში 9 მატჩი ჩაატარა და 22 ქულა დააგროვა – 7 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. ბათუმელებმა ყველაზე მეტი (24) გოლი გაიტანეს და ყველაზე ნაკლები (6) გაუშვეს.

ბათუმელებმა პირველ წრეში უშუალო კონკურენტი „დინამო თბილისი“ დამაჯერებლად დაამარცხეს – 3:0. მხოლოდ გორის „დილასთან“ წააგეს – 1:2 და პირველი წრის ჩემპიონები გახდნენ.

გეგუჩაძის გაწვრთნილებმა კონკურენტები – გორის „დილა“ (19), „საბურთალო“ (15), „დინამო თბილისი“ (15) – არა მხოლოდ ქულებით ჩამოიტოვეს, რაც მთავარია, გუნდი ხარისხობრივად ყველა მათგანს ერთი თავით აღემატება.