ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ საქართველოს პირველ არხთან გუნდის მიზნებზე ილაპარაკა. მისი თქმით, ახალ სეზონში გუნდი ყველა ტუნრირზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
„გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე ადგილზეა და ემზადება. ნორმალურია, როდესაც გუნდს მიღწევის გაუმჯობესება სურს. რა თქმა უნდა, წელს ჩვენი მთავარი მიზანი ყველა ტიტულის მოპოვება იქნება. ამას გარდა, ევროპის ლიგაზე თამაში გვიწევს და ცხადია, ღირსეული გამოსვლა გვსურს – ევროსარბიელზე გასულ ყველა ქართულ გუნდსაც იგივეს ვუსურვებ. წელს ჩვენი მიზანი კი ჩემპიონობა იქნება“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გია გეგუჩაძე.
54 წლის გამოცდილმა მწვრთნელმა ბათუმის „დინამო“ 2018 წელს ჩაიბარა – მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა ლიგა 2-ში გაიმარჯვა, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა კი წარმატებას პირველივე წელს მიაღწია და არსებობის ისტორიაში პირველად ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა.