გია გეგუჩაძე - „ბატესთან“ შანსები თანაბარია, მაგრამ ორივე შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ #1TVSPORT
გია გეგუჩაძე - „ბატესთან“ შანსები თანაბარია, მაგრამ ორივე შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე ბორისოვის „ბატესთან“ მატჩამდე ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ბოლო სამ წელიწადში ეროვნულ ჩემპიონატში პოზიციის დათმობის მიუხედავად, ბორისოვოს გუნდი რთული მეტოქეა.

– შანსები 50/50-ზეა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავალთ. განაცხადში მხოლოდ ლუკაშ გროცურეკი არ იქნება, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ყველა სხვა მოთამაშე სათამაშოდ მზადაა.

– „ბატეს“ 2004 წლის უეფა-ს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისით“ შევხვდი. ახლა მათ არანაკლები გუნდი ჰყავთ. იმედია, რომ ჩვენ ფეხბურთს ვაჩვენებთ და მეტოქეს თავს ჩვენ თამაშს მოვახვევთ. წარმატების წინაპირობა ეს უნდა გახდეს.

– ვაპირებთ თუ არა თამაშის წინასწარ დაგეგმვას? შეხვედრის მიმდინარეობისას ყოველთვის გსურს, ინიციატივას ფლობდე და მეტოქეს შენ კარნახობდე. თუმცა ჩვენ ძალიან გამოცდილ გუნდს ვხდებით და ეს იოლი არ იქნება. ჩვენი სურვილია, ორივე შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.

ბათუმის „დინამოსა“ და ბორისოვის „ბატესთან“ მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე 22 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება, განმეორებითი 29 ივლისს გაიმართება. ბელარუსების დამარცხების შემთხვევვაში, ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე მოლდოვურპეტროკუბსა“ და თურქულ „სივასპორს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.