საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს.
„ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო გია გეგუჩაძეს თითქმის ორწლიანი თანამშრომლობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო, თუმცა მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ და ერთმანეთს კეთილი სურვილებით დავშორდით“ – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა 21-თ წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში არადამაჯერებელი შედეგი აჩვენა. გუნდს 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული ლიტვასთან (1:0), ასვე ერთი ფრე ფინეთის ნაკრებთან (2:2:) და სამი წაგება პოლონეთის გუნდთან საკუთარ კედლებში (3:0) დანიასთან გავსლითი მატჩი (5:2) და ფარერის კუნძულებთან (3:1). საქართველოს ნაკრები მესამე ჯგუფში 5 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. ევროშესარჩევის მომდევნო ორ შეხვედრას საქართველოს 21 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები 2018 წლის 23 მარტს ფარერის კუნძულების წინააღმდეგ ჩაატარებს. 27 მარტს კი დანიას უმასპინძლებს.