გია ცეცაძემ სერბებთან მოგება შეაფასა - იმედია, შემდეგი შეხვედრებით უფრო კმაყოფილები დავრჩებით #1TVSPORT
გია ცეცაძემ სერბებთან მოგება შეაფასა - იმედია, შემდეგი შეხვედრებით უფრო კმაყოფილები დავრჩებით #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე სერბულ „ნაპრედაკთან“ მოგებული მატჩი (4:1) გია ცეცაძემ შეაფასა. მოგების მიუხედავად, ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ გუნდს ბევრი სამუშაო აქვს.

„ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივარს გამარჯვებას ვულოცავ. მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან ბედნიერი ვათქო, არასწორი იქნება – ბედნიერებამდე ძალიან შორია. ამ თამაშმაც გამოავლინა, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს. ფეხბურთელებზე დასვენებამ სასიკეთოდ იმოქმედა. ერთადერთი, რითაც კმაყოფილი ვარ, მათი ფიზიკური მდგომარეობაა“, – განაცხადა გია ცეცაძემ.

ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ შემდეგ შეხვედრებს გუნდი უკეთ ჩაატარებს.

„ჩვენი მიზანია, რომ გუნდი შეიკრას და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს, ვფიქრობ, ეს გამოვა, რადგან „ნაპრედაკი“ სერბეთის ჩემპიონატში მოწინავეთა შორისაა. მათ შეკრება უკვე დაამთავრეს და მომზადებული გუნდს ვეთამაშეთ. შემდეგი საკონტროლო თამაშები 10 თებერვალს, 13 ან 14 თებერვალს და 17-ში გვაქვს და ვფიქრობ, შემდეგ მატჩებში სათამაშო სტრატეგიის განხორციელებით უფრო კმაყოფილები დავრჩებით“, – იმედოვნებს ცეცაძე.