გი ნოვი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ჟაკ ბრუნელმა ჩაანაცვლა
საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ “მამლების” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გი ნოვის ნაცვლად ჟაკ ბრუნელი აიყვანა.
ჟაკ ბრუნელი ტოპ 14-ში “ბორდოს” მთავარი მწვრთნელია, ხოლო წარსულში კი იტალიის ნაკრების თავკაცი იყო.
საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბერნარტ ლაპორტმა განაცხადა, რომ:
“საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობა არაერთ სპეციალისტს სურდა, თუმცა მე ჟაკ ბრუნელს კარგად ვიცნობ. მას აქვს გამოცდილება და უნარი საკუთარ თავზე აიღოს მძიმე პასუხისმგებლობა.”
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ 63 წლის ნოვე ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ნაკრების თავკაცის პოსტი დროზე ადრე დაკარგა. მას გუნდთან კონტრაქტი 2019 წლის მსოფლიო თასის ჩათვლით აკავშირებდა.
ამას რა თქმა უნდა აქვს კონკრეტული მიზეზი. მისი შედეგი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში არც თუ სახარბიელოა – 21 შეხვედრიდან მისმა გუნდმა მხოლოდ 7 მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და 13 შეხვედრა დათმო.