ღვინიაშვილმა თელ-ავივის გრანდ სლემი გამარჯვებით გახსნა, ლიპარტელიანი ტურნირს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT
თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი – ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90კგ) ასპარეზობდნენ. ღვინიაშვილმა პირველ წრეში ბულგარელ ივაილო ივანოვს დამატებით დროში ვაზარით მოუგო და მერვედფინალში გავიდა. ქართველი საუკეთესო რვაში მოხვედრად უკრაინელ არტიომ ბუბარს დაუპირისპირდება.
ლიპარტელიანი კი მეოთხედფინალში გასასვლელად ბრაზილიელ გონსალვეშს შეხვდა. ქართველმა ძიუდოისტმა ორთაბრძოლა ძალიან სუსტად ჩაატარა და იპონით დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს 66კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი ორი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ახალგაზრდა ლაშა ნადირაძე, რომელმაც მასპინძელ ფლიკენს დამატებით დროში სძლია.
2022 წელს თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მოიპოვეს: ჩემპიონები გახდნენ ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა.