ღვინიაშვილმა დოჰას მასტერსი გამარჯვებით დაიწყო (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მასტერსის ტურნირის დასკვნით დღეს ტატამზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი გამოვა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა პირველი წრის შეხვედრაში შვედი მარკუს ნიმანი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მეორე შეხვედრას იაპონელ სოიჩირო მუკაისთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.

წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18.00 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი