ღვინიაშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა | ძიუდო
დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ბექა ღვინიაშვილი (90კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი მამადალ მეჰდიევი დაამარცხა.
დღესვე, ჩვენი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალში იგი მასპინძელ ძიუდოისტს იოჰანეს ფრეის დაუპირისპირდება.
თუშიშვილმა ნახევარფინალში ბრაზილიელი რაფაელ სილვა გაფრთხილებებით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, ხოლო პირველ საშეჯიბრო დღეს მეორე ადგილი ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) მოიპოვა.