ღვინიაშვილის ვერცხლი და ბექაურის ბრინჯაო დოჰას მასტერსზე (ვიდეო)
ღვინიაშვილის ვერცხლი და ბექაურის ბრინჯაო დოჰას მასტერსზე (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მასტერსის ტურნირის დასკვნით დღეს ტატამზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, საიდანაც ორმა მედლის მოპოვება შეძლო, ხოლო ვარლამ ლიპარტლიანი რამდენიმე წუთში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილი ფინალში ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ამავე წონაში მთელი ტურნირის განმავლობაში შესანიშნავად იჭიდავა ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა და მან ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

სამწუხაროდ დოჰას ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა სამივე მძიმეწონოსანი ქართველი ძიუდოისტი.

შეგახსენებთ, რომ სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია.