ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს წარმატებულად ასპარეზობს ბექა ღვინიაშვილი (90კგ). ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს ორი ვაზარით სძლია და ფინალში გავიდა. ღვინიაშვილი ოქროს მედლისთვის კუბელ სილვა მორალესს ან უნგრელ კრისტიან ტოტს შეხვდება.

ტურნირზე დღეს გამომსვლელი მეორე სპორტსმენი ვარლამ ლიპარტელიანი მეოთხედფინალში გასასვლელად ბრაზილიელ გონსალვეშთან იპონით დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ გრანდ სლემის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.66კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს კი ახალგაზრდა ლაშა ნადირაძე დაეუფლა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.