ღვინიაშვილი ნახევარფინალშია, სულამანიძე მეოთხედფინალში - ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
ღვინიაშვილი ნახევარფინალშია, სულამანიძე მეოთხედფინალში - ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრის დასკვნით დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ოთხივე მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ტურნირზე მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ჩეხი კრპალეკი შებოჭვით დაამარცხა. გელამ ფინალში გასასვლელად ნიდერლანდელ სპაიკერსთან იჭიდავა, სადაც აკრძალული ჩავლების გამო შეხვედრიდან მოხსნეს და ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ნახევარფინალშია და ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს ბექა ღვინიაშვილი (90კგ). ნახევარფინალში იგი იაპონელ ნაგასავას შეხვდება.

 

ილია სულამანიძე (100კგ) მეოთხედფინალურ შეხვედრას რამდენიმე წუთში ჩაატარებს.

 

ტურნირზე გამომსვლელი მეოთხე ქართველი სოფიო სომხიშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს.

შეჯიბრზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ტურნირზე ვერცხლისმედალოსანი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს.

ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.