ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია (ვიდეო)

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, დასკვნით დღეს ტატამზე ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა და ოთხივეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი მიეცა.

90კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ბექა ღვინიშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ესპანეთის სახელის მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ნაკრებს მეოთხე მედალი შესძინა.

დღესვე მძიმეწონოსნები გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და 100კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი მესამე ადგილისთვის იჭიდავებენ.

ფინალური ბლოკის პირდაპირი რეპორტაჟი პლატფორმა 1tv.ge და არხი „ტელესკოლაზე“ მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი