ღამით ტვიტერის გამოყენება კალათბურთში ტყორცნების სიზუსტეს ამცირებს
ღამით ტვიტერის გამოყენება კალათბურთში ტყორცნების სიზუსტეს ამცირებს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეების მიერ ღამის საათებში „ტვიტერის“ გამოყენება ნეგატიურ გავლენას ახდენს თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის პროცენტზე. ასეთ დასკვნამდე მივიდა ორი პროფესორი ნიუ იორკის შტატის უნივერსიტეტიდან შესაბამისი კვლევის ჩატარების შემდეგ.

„ტვიტერი“ შერჩეულ იქნა ოპტიმალურ ინსტრუმენტად კალათბურთელთა ღამის აქტივობაზე დაკვირვებისთვის. მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი არასაკმარის ძილსა და თამაშის დონეს შორის. მათ შეისწავლეს 112 მოთამაშის 37073 ტვიტი, რომლებიც 23 საათიდან დილის შვიდ საათამდე იქნა გამოქვეყნებული.
გაირკვა, რომ ღამით „ტვიტერში“ ნამყოფი კალათბურთელები მომდევნო დღეს საკუთარ ნორმაზე საშუალოდ 1.14 ქულით ნაკლებს აგროვებენ, მოედანზე ორი წუთით ნაკლებ დროს ატარებენ და თამაშიდან სროლის სიზუსტე 1.7 პროცენტით დაბალი აქვთ.

მოთამაშეები, რომლებიც „ტვიტებს“ აქვეყნებდნენ ღამით ორიდან ექვს საათამდე, მომდევნო დღეს, სტანდარტულ მაჩვენებელზე 3.6 პროცენტით ცუდად ისროდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონზომიერება ვრცელდება იმ გუნდებზე, რომელთა შემადგენლობაში ერთბაშად რამდენიმე ისეთი მოთამაშეა, რომლებიც ღამე ძილს ოფიციალურ ქსელში დროის გატარებას ამჯობინებენ.