GFF Awards 2023 - ყველა საუკეთესო გამოვლინდა, ზივზივაძემ წამყვანობაც კარგად შეითავსა, დანელიების ოჯახმა ორი ჯილდო მიიღო #1TVSPORT
„რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე GFF Awards 2023 საუკეთესოები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინეს.
GFF Awards 2023-ის რჩეულების გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელებმა, სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი ¼-ფინალში გავიდა და რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. გუნდის სახელით, სპეციალური პრიზი ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს გადაეცა.
სპეციალური პრიზი მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯაბა ჭანტურიამ მიიღო, რომელიც მშობლიურ ბათუმში, 18 წელია ბავშვთა მწვრთნელად მუშაობს. გარდა ამისა, ქვიშის ფეხბურთში ქვეყნის ჩემპიონის, „პორტუს ბათუმის“ მთავარი მწვრთნელია. პარალელურად, რეგიონში გასამართი ადგილობრივი თუ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ინიციატორი და მონაწილეა.
ტელეწამყვან ეკო ფანგანთან ერთად, საღამოს საქართველოს ნაკრების და „კარლსრუეს“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე უძღვებოდა, რომელიც ამ როლშიც შესანიშნავად გამოიყურებოდა.
საინტერესოა, ერთი ოჯახის წევრებმა ორი ჯილდო მიიღეს – ქალებში საუკეთესო ნათია დანელია გახდა, 17-წლამდელებში რეზი დანელია გამოარჩიეს – ნათია და რეზი და-ძმა არიან.
გთავაზობთ ტრადიციულ დაჯილდოებაზე ყველა ნომინაციის გამარჯვებულებისა და ნომინანტების სიას:
ალექსანდრე ჩივაძის მედალი, 2023 წლის საუკეთესო 17-წლამდე მოთამაშე – რეზი დანელია
ნომინანტები – ლუკა წულაია, ვახო სალია
ალექსანდრე ჩივაძის მედალი 2023 წლის საუკეთესო 19-წლამდე საუკეთესო მოთამაშე – ალექსანდრე ნარიმანიძე
ნომინანტები – ლექსო ფეიქრიშვილი, ლუკა შეროზია
2023 წლის მსაჯი – გიორგი ყრუაშვილი
ფუტსალის წლის მოთამაშე – გიორგი ღავთაძე
ნომინანტები – ზვიად კუპატაძე, ირაკლი თოდუა
2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი – ნათია დანელია
ნომინანტები – თეონა ბაქრაძე, მარიამ კალანდაძე
2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი – ნიკა ჯღარკავა
წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე – საბა საზონოვი
წლის საუკეთესო მოთამაშე – ხვიჩა კვარაცხელია
ნომინანტები – გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე