GFF AWARDS 2018 - ყველა გამარჯვებული
GFF AWARDS 2018 - ყველა გამარჯვებული

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოებაზე საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს.

რჩეულთა გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ლიგის 10 მთავარი მწვრთნელი და 11 ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, ჟურნალისტები და ვეტერანი ფეხბურთელები.

2018 წლის ნომინაციებში გამარჯვებულები

ეროვნული ლიგა

2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და თავდამსხმელი – გიორგი გაბედავა (ჩიხურა, საჩხერე), რომელიც ასევე 22 გატანილი გოლით, ბუდუ ზივზივაძესთან (დინამო, თბილისი) ერთად ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

2018 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე – როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო მცველი – მამუკა კობახიძე (ტორპედო, ქუთაისი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი – მათე ცინცაძე (ტორპედო, ქუთაისი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერი – ლეანდრო რიბეირო (დილა, გორი)

2018 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ჭიაბრიშვილი (საბურთალო, თბილისი)

ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი:

მეკარე: როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი), ოლეკსანდრ აზაცკი (ტორპედო, ქუთაისი), მამუკა კობახიძე (ტორპედო, ქუთაისი)

ნახევარმცველები: ლეანდრო რიბეირო (დილა, გორი), მათე ცინცაძე (ტორპედო, ქუთაისი), გიორგი დიასამიძე (საბურთალო, თბილისი), ვაგნერი (საბურთალო, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა, საჩხერე), მიკოლა მოვტალიუკი (დილა, გორი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი)

კოტე მახარაძის სახელობის პრიზი
გიორგი გაბედავა ( ეროვნული ლიგის გამორჩეულ ფეხბურთელს )

ეროვნული ლიგა 2

ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი – ჯოვინო ფლამარიონი (დინამო, ბათუმი – 24 გოლი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – გია გეგუჩაძე (დინამო, ბათუმი)

ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილი – გიორგი ჯავახაძე (3000 ლარი), მეორე ადგილი – ელენე ადამაშვილი (2000 ლარი), მესამე ადგილი – გიორგი ნებურიშვილი (1000 ლარი).

2018 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი – ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ეროვნული ნაკრები)

2018 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი)

2018 წლის სეზონის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი – სალომე გასვიანი (34 გოლი), (მართვე, ქუთაისი)

2018 წლის სეზონის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი – ნათია დანელია (ლანჩხუთი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი – გიორგი ყრუაშვილი

ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემია
17-წლამდე

ოქროს მედალი – ნიკა ტალახაძე (საბურთალო, თბილისი)
ვერცხლის მედალი – ლაშა კვარაცხელია (დინამო, თბილისი)
ბრინჯაოს მედალი – ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი)

ალესანდრე ჩივაძის სახელობის პრემია
19-წლამდე

ოქროს მედალი – ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი)
ვერცხლის მედალი – ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი)
ბრინჯაოს მედალი – ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)

საფეხბურთო კლუბები, რომლებმაც აღნიშნული მოთამაშეების ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა ფულად ჯილდოს მიიღებენ. ბრინჯაოს მედალი – 2 000 ლარი, ვერცხლის მედალი – 3 000 ლარი, ოქროს მედალი – 5 000 ლარი.

2018 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – გულნარა გაბელია (ბიიკ კაზიგურტი, ყაზახეთი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)

2018 წლის სეზონის საუკეთესო გოლი – ვაკო ყაზაიშვილი (ერსქვიქსი, სან-ხოსე, აშშ)

2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

გარდა ნომინაციებში გამარჯვებულებისა, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, უკვე ტრადიციულად, საპატიო ჯილდო გადაეცათ, იმ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ფეხბურთის განვითარებაში.

მასობრივ ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ზაურ კეკელიძე, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მწვრთნელი ბათუმიდან.
გორში მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი რიჩარდ ოლუმოივამ მიიღო.
თბილისსა და სიღნაღში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ჯილდო ასევე გადაეცათ მწვრთნელებს, გია მაისურაძესა და ნუგზარ ნაცვლიშვილს.

ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა ვეტერან ქართველ მწვრთნელს, ნოდარ აკობიას. დაჯილდოების ცერემონიაზე საპატიო პრიზი მისმა ვაჟმა, გიორგი აკობიამ მიიღო.

ღონისძიებაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გადამყვანმა ავია კომპანია MyWay Airlines-მა, რომელიც ეროვნული ნაკრების ჩარტერულ ფრენებს უზრუნველყოფს, წარმატებული თანამშრომლობისთვის სპეციალური პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს გადასცა.