მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მიროსლავ კლოზე დამოუკიდებელ სამწვრთნელო კარიერას იწყებს.
გერმანიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი 2018-19 წლების სეზონიდან მიუნხენის “ბაიერნის” იუნიორთა გუნდს გაწვრთნის.
კლოზე გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დატოვებს, რომელშიც 2016 წლის ნოემბრიდან შედის, – წერს გერმანული გამოცემა ‘ბილდი’.
კლოზე “ბაიერნში” 2007-11 წლებში თამაშობდა. 98 მატჩში მან 24 გოლი გაიტანა.