გერმანული მედია კახა კალაძეზე - საინტერესოა, ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი როგორ ითამაშებს
გერმანული მედია კახა კალაძეზე - საინტერესოა, ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი როგორ ითამაშებს
ზამთრის მასტერსის სანახაობაში თავის წვლილს თბილისის „დინამოც“ შეიტანს.
 
„ბერლინ კურიერმა“ წერილი მიუძღვნა ბერლინის ტრადიციულ ლეგენდების ტურნირს, რომელიც დღეს იწყება.
მასტერსში თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ვარსკვლავები მონაწილეობენ, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ბერლინის „ჰერტაში“ იასპარეზებს – წერილის დიდი ნაწილი სწორედ ქართველებს მიეძღვნა.
„11-12 იანვარს ტრადიციული ტურნირის მონაწილეთა შორის იქნებიან მსოფლიოს ჩემპიონები, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები, გერმანიის ჩემპიონები და თასის მფლობელები, ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირები და წლის ფეხბურთელები. დორტმუნდის „ბორუსია“, „შალკე 04“, ლევერკუზენის „ბაიერი“, რომლენიც A ჯგუფში თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდებიან, სადაც ცნობილი ქართველები ითამაშებენ და სანახაობაში თავის წვლილს უდავოდ შეიტანენ. თბილისიდან „დინამოსთან“ კონტაქტი ყოფილი ჰერტელის, ლევან კობიაშვილის მეშვეობით დამყარდა – ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედეციაციის პრეზიდენტია. გულშემატკივრებმა ეს კლასი გასულ წელს იხილეს, როდესაც ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყოფილი ვარსკვლავი, „კარლსრუეში“ მოთამაშე ალექსანდრე იაშვილი ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა“, – წერს
„ბერლინ კურიერი“.
გამოცემა ცალკე კახა კალაძეზე წერს: „კავკასიელთა რიგებში „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი და მცველი კახაბერ კალაძე ითამაშებს, რომელსაც უნიკალური კარიერა ჰქონდა: ის„მილანში“ ცხრა წელი გამოდიოდა, იტალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა და 2003 და 2007 წლებში ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. კალაძე საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა – მისი ტრანსფერის ფასი 16 მილიონი ევრო იყო. კარიერის შემდეგ საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გახდა. დარბაზში მისვლა თუნდაც იმიტომ ღირს, რომ ვნახოთ, ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი „ტომარიდან“ რომელ საფეხბურთო ხრიკებს ამოიღებს და როგორ ითამაშებს“.
ბოლოს, ბერლინის ტურნირზე თბილისის „დინამოს“ მატჩების განრიგს გაგაცნობთ:
11 იანვარი, 20:45
დინამო Vs. ლევერკუზენის „ბაიერი“
11 იანვარი, 21:42
დინამო Vs. დორტმუნდის „ბორუსია“
12 იანვარი, 17:31
დინამო თბილისი Vs. „შალკე04“
ნახევარფინალური და ფინალური მატჩები 12 იანვარს 19:00 საათიდან დაიწყება.