გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია „რაინმეტალი“ იტალიისგან ისტორიაში ყველაზე დიდ შეკვეთას მიიღებს
გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია „რაინმეტალი“ იტალიისგან ისტორიაში ყველაზე დიდ შეკვეთას მიიღებს

გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია „რაინმეტალი“ იტალიისგან ისტორიაში ყველაზე დიდ შეკვეთას მიიღებს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, იტალია გეგმავს გერმანულ მწარმოებელს 200 ერთეული საბრძოლო ტანკი „პანტერა“ და 350 ერთეული ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანა „ლინქსი“ შეუკვეთოს.

კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 20 მილიარდი ევროა და გათვლილია 15 წელზე. თანხის ნაწილი მოხმარდება აღჭურვილობის მოვლა-პატრონობას. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ შეკვეთას დაემატება ე.წ. დამხმარე მანქანები, რომლებიც აუცილებელია დაზიანებული ტანკების აღსადგენად.

გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტი, შესაძლოა, ოფიციალურად მიმდინარე კვირაში გაფორმდეს. „რაინმეტალი“ და იტალიური კომპანია „ლეონარდო“ უკვე იკვლევენ თანამშრომლობის მიმართულებებს ტანკების კუთხით. ამ გზით იტალიას სახმელეთო ძალების გაძლიერება სურს.