გერმანული გამოცემა - კვარაცხელიას „გლადბახი“ იწვევს, მაგრამ ჯერ ფული არ აქვს #1TVSPORT
„ფუტბალტრანსფერი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ინტერნეტ-პორტალის ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის დამატება მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ სურს.
„მიონხენგლადაბახის „ბორუსიას“ ორი პოტენციური ახალბედა ჰყავს. „ბორუსიის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლიმ ჯერ ვერ შეძლო რომელიმე ვარსკვლავის გაყიდვა. ამიტომ ახალი მოთამაშეების მოსაზიდად ამჟამად გუნდს ფული არ აქვს. მაგრამ გაძლიერებაზე ფიქრობს და უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მან ორი მოთამაშე შეარჩია და ორივე თავდამსხმელია – 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია და 23 წლის რომეინ ფავრი. არსებული ინფორმაციით, ტრანსფერზე გლადბახელები უკვე ჩამოყალიბდნენ და მოთამაშეებს დაეკონტაქტენენ“, – ამტკიცებს „ფუტბალტრანსფერი“.
ინტერნეტ-პორტალი ხვიჩა კვარაცხელიას ასე ახასიათებს:
„ასაკის მიუხედავად, ქართველი კვარაცხელია ყაზანის „რუბინის” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია – სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ორივე ფლანგზე, მაგრამ მარცხნივ გაცილებით სასარგებლოა. კვარაცხელიას ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდეა გათვლილი“.
რაც შეეხება მეორე კანდიდატს, რომეინ ფავრი წლის დასაწყისში იყო „ლევერკუზენის“ და დორტმუნდის „ბორუსიის“ ყურადღების ცენტრში. ფრანგი შემტევი კვარაცხელიას პოზიციაზე თამაშობს და „ბრესტში“ გამოდის. მასაც კარგი სტატისტიკა აქვს – სეზონზე ჩატარებულ 37 თამაშში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.