გერმანული გამოცემა - ჩაკვეტაძისთვის ომი უცხო არაა და უკრაინის გამო მისი წუხილიც დიდია #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ უკრაინას მხარი დაუჭირა და ინსტაგრამის გვერდზე მეგობრის, უკრაინელი რომან იარემჩუკის სურათი გამოაქვეყნა, რომელთან ერთადაც „გენტში“ თამაშობდა – გვარებიდან გამომდინარე ამ დუეტს ბელგიელებმა „ჩაკი-ჩუკი“ (ჩაკ-ვეტაძე, იარემ-ჩუკი) შეარქვეს.
ამჟამად მათი გზები გაიყო – იარემჩუკი „ბენფიკაში“ თამაშობს. ქართველი ლეგიონერი კი გერმანულ „ჰამბურგში“ გადავიდა. გიორგის თანადგომის შესახებ წერილი „ჰამბურგ მორგენ პოსტმა“ გამოაქვეყნა.
„ჰამბურგის“ პროფესიონალი მკაფიო გზავნილით – თავისუფლება უკრაინას!
„ჰამბურგის“ შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ უკრაინის დროშა გამოაქვეყნა თავის ინსტაგრამის პროფილზე სლოგანით: „თავისუფლება უკრაინას!“ აშკარა ნიშანი იმისა, რომ 22 წლის მოთამაშე ომის დაწყებამ რამდენად დაამძიმა. თავდამსხმელმა ასევე გამოაქვეყნა „ბენფიკას“ უკრაინელი თავდამსხმელის, რომან იარემჩუკის ფოტოები, რომელმაც გოლი გაიტანა ოთხშაბათს საღამოს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ამსტერდამის „აიაქსთან“ (2:2) და ემოციური გზავნილი გაუგზავნა თავის ქვეყანას. ომი უკრაინაში ჩაკვეტაძისთვის უფრო პირადულია, ვიდრე „ჰამბურგის“ ნებისმიერი სხვა მოთამაშისთვის. ქართველი ქვეყანა რუსეთს ესაზღვრება. უკრაინასთან მხოლოდ შავი ზღვა ჰყოფს. ასე რომ, „ჩაკის“ ახლობლებისთვის ომი უცხო არ არის და შესაბამისად მისი წუხილიც დიდია“, – წერს გამოცემა „ჰამბურგ მორგენ პოსტი“.
„ჰამბურგმაც“ თავისი პოზიცია გამოხატა. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
„ომი გამოსავალი არ არის. არსად. არავითარ შემთხვევაში. ჩვენი კლუბი მშვიდობის მომხრეა. ჩვენი თანაგრძნობა და ფიქრები მიპყრობილია ამ ომით ყველა დაზარალებული ხალხისაკენ“.