გერმანული გამოცემა - „ბაიერნი“, სავარაუდოდ, მამარდაშვილში დიდ თანხას არ გადაიხდის #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ბაიერნში“ გადასვლა, თითქმის, გამოირიცხა, რადგან ჰარი კეინის ტრანსფერის შემთხვევაში, გუნდს ძვირად ღირებული მეკარის სატრანსფერო თანხა არ ექნება – ინფორმაციას გერმანული გამოცემა sportschau ავრცელებს.
იან ზომერი „ინტერში“ გადავიდა, ნოიერის დაბრუნების დრო, ჯერჯერობით, უცნობია, ალექსანდრ ნიუბელი კი იჯარით „შტუტგარტში“ ითამაშებს, შესაბამისად, მიუნხენელებს მეკარის პრობლემა შეექმნათ, ვინაიდან კლუბს ულრაიხთან დაკავშრებით შორსმიმავალი გეგმები არ აქვს. გუნდი ახალ მეკარეს ეძებს, დასახელდა ქართველი გიორგი მამარდაშვილის, მაროკოელი ბონოს, ესპანელი დავიდ დე ხეასა და პოლონელი კამილ გრაბარას კანდიდატურები.
მამარდაშვილს „ვალენსიიდან“, სავარაუდოდ, 20 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ დაიმატებენ. დე ხეა თავისუფალი აგენტია და მასში ფულის გადახდა საჭირო არ იქნება, მაგრამ ესპანელი მეკარე მაღალ ანაზღაურებას ითხოვს.
გუნდის საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა ივლისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ ნოიერის მალე დაბრუნების იმედი აქვს, მას ნომერ პირველ მეკარედ მოიაზრებს და ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ძვირად ღირებული მეკარის შეძენას არ აპირებს.
„ჰიონესი ნომერ პირველ მეკარედ ნოიერს მოიაზრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ მეკარეს სათადარიგოთა როლით მოუწევს დაკმაყოფილება. სწორედ ამის გამო დატოვეს გუნდი ზომერმა და ნიუბელმა. ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა“, – წერს გერმანული გამოცემა.