გერმანიისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2027 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს ბილეფელდში, გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართავს.
გერმანელები 24 ქულით ჯგუფს ლიდერობენ, საქართველოს ნაკრები კი 10 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის თეორიული შანსიც დაკარგა.
გიორგი ადამიას გუნდმა ბილეფელდის „არმინიას“ სტადიონზე, „შიუკო არენაზე“ მატჩისწინა ვარჯიში გამართა. გერმანიის 21 წლამდელთა ნაკრებთან შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 20:00 საათიდან „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ.