გერმანიის თასის ფინალში „აინტრახტი“ და „ბაიერნი“ ითამაშებენ
გერმანიის თასის ფინალში „აინტრახტი“ და „ბაიერნი“ ითამაშებენ

გერმანიის თასის მეორე ფინალისტი ფრანქფურტისაინტრახტი” გახდა. ამ გუნდმა სტუმრად, გელზენკირხენში “ფელტინს-არენაზე” 1:0 მოუგო “შალკეს”. ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე სერბმა ფორვარდმა ლუკა იოვიჩმა გაიტანა. “აინტრახტი” შეხვედრას ათი ფეხბურთელით ასრულებდა, რადგან 81-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს ნახევარმცველი ჟელსონ ფერნანდესი.

აინტრახტი” ფინალში მიუნხენის “ბაიერნს” შეხვდება, რომელმაც წინა დღეს სტუმრად 6:2 გაანადგურა “ლევერკუზენი”. საინტერესოა, რომ ფრანქფურტელთა მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი გადამწყვეტ მატჩში თავის მომავალ გუნდს დაუპირისპირდება – ახალი სეზონიდან კოვაჩი “ბაიერნის” დამრიგებელი გახდება.

ფინალი 19 მაისს ბერლინში გაიმართება.

აინტრახტი” შარშანაც იყო ფინალში, სადაც 2:3 წააგო “დორტმუნდთან“.