გერმანიის სპორტის მინისტრი კიბერსპორტზე - თითების მოძრაობა სპორტი არ არის
გერმანიის შინაგან საქმეთა და სპორტის მინისტრი პეტერ ბოიტი ქალაქ დარმშტადტში გამართულ სპორტსმენთა კონგრესზე კიბერსპორტის მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა.
ბოიტი გერმანიაში სპორტის სახეობად კიბერსპორტის აღიარების წინააღმდეგი წავიდა, აგრეთვე, მოუწოდა თავად „კიბერსპორტის“ ტერმინის გაუქმებისკენ.
„კიბერსპორტს არაფერი საერთო არ აქვს სპორტთან. ჩვენ უნდა ამოვძირკვოთ ეს ტერმინი. დარწმუნებული არ ვარ, რომ თითების მოძრაობა შეიძლება სპორტად ჩაითვალოს, თუნდაც ამ დროს ეკრანზე რაღაც ხდებოდეს… ეს კონგრესი ეძღვნება განათლებასა და ჯანმრთელობას, ჩვენ გვინდა ბავშვები სპორტულ დარბაზებსა და მინდორზე შევიტყუოთ. კომპიუტერულ თამაშებს აქვს თავისი ღირებულება, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო სპორტული ორგანიზაციების ღირებულებებთან“, – მიაჩნია ბოიტს.