გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი პოსტიდან გადადგა  მან ვიცე-პრეზიდენტს ნაცისტი მოსამართლე უწოდა #1TVSPORT
გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი პოსტიდან გადადგა  მან ვიცე-პრეზიდენტს ნაცისტი მოსამართლე უწოდა #1TVSPORT

გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) პრეზიდენტმა ფრიტც კელერმა პოსტიდან გადადგომის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

ამის მიზეზი გახდა მისი გამონათქვამები კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე. კერძოდ, გამოსვლისას კელერმა DFB-ის ვიცე-პრეზიდენტი რაინერ კოხი ნაცისტ მოსამართლეს როლანდ ფრეისლერს შეადარა.

„ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს შეცდომაზე, რომელიც 23 აპრილს, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დავუშვი. ვათავისუფლებ ჩემს პოსტს, რადგან ეს DFB-ს მომავალს ჭირდება“, – განაცხადა კელერმა.

ფუნქციონერის გადადგომა მოითხოვეს რეგიონულმა ასოციაციებმა.

ფრეისლერი 1942 წელს ვანზეს კონფერენციის მონაწილე გახლდათ. ის ჰოლოკოსტის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი ნაცისტი იყო. ფრეისლერი გახდა სახალხო სასამართლო პალატის თავმჯდომარე და იქ 2600 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა.