გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა

12:50, 11.10.2020

გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩხრეკა ჩაატარეს გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) ოფისში, აგრეთვე, ამჟამინდელი და ყოფილი ფუნქციონერების სახლებში. ეს აქცია უკავშირდებოდა გამოძიებას გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე, – იტყობინება ფრანქფურტის პროკურატურა.

ექვსი ყოფილი და ამჟამინდელი ჩინოვნიკი გამოძიების ობიექტები ერიან. მათ წაყენებული აქვთ ბრალდება – განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდება. მათ სახელებს არ ამჟღავნებენ.

ბრალდების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მათ “შეგნებულად წარუდგინეს საგადასახადო ორგანოებს მცდარი მონაცემები” 2014-15 წლებში რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებზე, რათა თავიდან აეცილებინათ გადასახადის სახით თითქმის 4.7 მილიონი ევროს გადახდა.

ჩხრეკისთვის მობილიზებული იყო 200 გამომძიებელზე მეტი.

მსგავსი