გერმანიის ოთხგზის ჩემპიონი გაკოტრების პროცედურას იწყებს
გერმანიის ოთხგზის ჩემპიონი გაკოტრების პროცედურას იწყებს

გერმანიის ოთხგზის ჩემპიონი „კაიზერსლაუტერნი“, რომელიც დღეს მესამე ბუნდესლიგაში გამოდის, უახლოეს დროში, შესაძლოა გაკოტრებულად გამოცხადდეს, – ამტკიცებს გამოცემა „კიკერი“.

კლუბს 20 მილიონი ევროს ოდენობის ვალი დაუგროვდა და ვერ შეძლო სამ ძირითად კრედიტორთან მოლაპარაკება. წყაროს ცნობით, დამდეგ კვირას „კაიზერსლაუტერნი“ განცხადებას შეიტანს საკუთარ უნარშეზღუდულობაზე. აღნიშნავენ, რომ მსგავს განცხადებას თან ახლავს ორთვიანი წინასწარი პროცედურა. თუ ამ დროის განმავლობაში კლუბი შეძლებს კრედიტორებთან მოლაპარაკებას, განაცხადს ნებისმიერ დროს უკან გამოიწვევენ.

„კაიზერსლაუტერნი“ გერმანიის ოთხგზის ჩემპიონია (1951, 1953, 1991, 1998) და რვაჯერ მოიგო გერმანიის თასი (1990, 1996).