გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ორი უახლოესი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ბუნდესნაკრები 6 სექტემბერს, ერთა ლიგაში, საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება, 9 სექტემბერს კი პერუს ნაკრებს ეთამაშება ამხანაგურად.
ლიოვის არჩევანი სამ დებიუტანტზე შეჩერდა: ტილო კერერი („პარი სენ-ჟერმენი“), ნიკო შულცი („ჰოფენჰაიმი“) და კაი ჰაფერცი („ლევერკუზენი“). ასევე გუნდში დააბრუნეს ლეროი სანე „მანჩესტერ სიტიდან“.
ცვლილებაა სამწვრთნელო შტაბშიც – ეროვნული გუნდი დატოვა თომას შნაიდერმა.
გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები – ნოიერი („ბაიერნი“), ტერ შტეგენი („ბარსელონა“, ესპანეთი);
მცველები – ბოატენგი, ჰუმელსი, კიმიხი, ზიულე (ყველა – „ბაიერნი“), რიუდიგერი („ჩელსი“, ინგლისი), კერერი („პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთი), გინტერი („გლადბახი“), ჰექტორი („კიოლნი“), შულცი („ჰოფენჰაიმი“), ტა („ლევერკუზენი“);
ნახევარმცველები – ბრანდტი, ჰაფერცი (ორივე – „ლევერკუზენი“), როისი („დორტმუნდი“), დრაქსლერი („პარი სენ-ჟერმენი“, საფრანგეთი), კროოსი („რეალი“, ესპანეთი), გიონდოგანი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), მიულერი, გორეტცკა (ორივე – „ბაიერნი“);
ფორვარდები – სანე („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), ვერნერი („ლაიპციგი“), პეტერსენი („ფრაიბურგი“).