გერმანიის ნაკრებში ლიოვის შემცვლელად ჰანს-დიტერ ფლიკი განიხილება
გერმანიის ნაკრებში ლიოვის შემცვლელად ჰანს-დიტერ ფლიკი განიხილება

გერმანიის საფეხურთო კავშირი (DFB) განიხილავს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეცვლის შესაძლებლობას.

როგორც გაზეთი „ბილდი“ წერს, ორგანიზაციაში ჯერ კიდევ ზაფხულში ფიქრობდნენ ამ პოსტზე მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის ჰანს-დიტერ ფლიკის დანიშვნას. ის ნომერ პირველი კანდიდატია და ამ რბოლაში „ლივერპულის“ დამრიგებელს იურგენ კლოპსაც უსწრებს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელი მწვრთნელის იოახიმ ლიოვის გაშვება ევროპის 2021 წლის ჩემპიონატამდე გამორიცხულია. მწვრთნელის შეცვლა მხოლოდ ამ ტურნირის შემდეგ მოხდება.

ლიოვის კონტრაქტი გერმანიის ნაკრებთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.

ბუნდესნაკრებმა სამშაბათს, ერთა ლიგის ბოლო მატჩში 0:6 წააგო ესპანეთთან და ვერ მოხვდა „ოთხთა ფინალში“. ეს იყო გერმანიის ნაკრების ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება ოფიციალურ მატჩებში.

60 წლის ლიოვი ამ თანამდებობაზე 2006 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი და 2017 წლის კონფედერაციათა თასი.

ფლიკმა „ბაიერნი“ გასული სეზონის მსვლელობისას ჩაიბარა და მასთან ერთად მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი.