გერმანიის ნაკრებს ევრო 2024-ის წინ ალექსანდარ პავლოვიჩი გამოაკლდა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრებს ევრო 2024-ის წინ ალექსანდარ პავლოვიჩი გამოაკლდა #1TVSPORT

გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ევრო 2024-ის დაწყებამდე მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ალექსანდარ პავლოვიჩი გამოაკლდა.

გერმანული გამოცემის, Bild-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს ტონზილიტი აქვს და მკურნალობისთვის გარკვეული დრო სჭირდება. მის ნაცვლად იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი გამოიძახა.

„ბუნდესნაკრები“ საშინაო ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 14 ივნისს შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მათთან ერთად A ჯგუფში შვეიცარია და უნგრეთი ითამაშებენ.

გერმანიაში კონტინენტის პირველობა ფეხბურთში 14 ივლისს დასრულდება.