გერმანიის ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა და ევრობასკეტის პირველი ფინალისტი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
გერმანიის კალათბურთელთა ნაკრებმა ფინეთი 98:86 დაამარცხა და 2025 წლის ევრობასკეტის პირველი ფინალისტი გახდა.
გერმანიამ შეხვედრაში გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და მეტოქეს მიახლოების საშუალება მატჩის ბოლომდე აღარ მისცა.
გერმანელთა რიგებში საუკეთესო 26 ქულითა და 12 შედეგიანი გადაცემით დენის შროდერი იყო, 22 ქულა ჰქონდა ფრანც ვაგნერს. ფინეთის ნაკრების ლიდერმა, ლაური მარკანენმა შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია ევრობასკეტის ფინალში საბერძნეთსა და თურქეთს შორის გამარჯვებულს 14 სექტემბერს შეხვდება.