გერმანიის ნაკრების მცველი „ბარსელონას“ სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრებისა და „ლაიპციგის“ ფეხბურთელი დავიდ რაუმი კატალონიური კლუბის ერთ-ერთი სატრანსფერო პრიორიტეტია.
ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონას“ მენეჯერები „ლაიპციგთან“ მოლაპარაკების პროცესში არიან და რაუმი უკვე ამ ზაფხულს, შესაძლოა, კატალონიური გუნდის რიგებს შეუერთდეს. აღნიშნულია, რომ „ბარსელონას“ კონკურენტები რაუმის გადაბირებაში „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ იქნებიან.
25 წლის მცველი „ლაიპციგში“ 2022 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან „ლაიპიციგის“ შემადგენლობაში 31 მატჩი გამართა, გაიტანა სამი გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.