გერმანიის ნაკრების გულშემატკივართა 84 პროცენტს ლიოვის გადადგომა სურს
გერმანიის ნაკრების გულშემატკივართა 84 პროცენტს ლიოვის გადადგომა სურს

გერმანიის ნაკრების ესპანეთთან ისტორიული მარცხის (0:6) შემდეგ, სპორტულმა სააგენტო SID-მა გამოკითხვა ჩაატარა ბუნდესთიმის გულშემატკივართა შორის. მათ უმრავლესობას სურს, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა დატოვოს პოსტი.

გამოკითხვის თანახმად, 1100 გულშემატკივრიდან 84 პროცენტი ემხრობა ლიოვისა და ნაკრების დირექტორის ოლივერ ბირჰოფის გადადგომას. და მხოლოდ 13.3 პროცენტს სურს, რომ ამ დუეტმა გააგრძელოს მუშაობა.

გერმანიის ნაკრებმა ესპანეთთან ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო 1931 წლის შემდეგ. იოახიმ ლიოვის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა ერთა ლიგის ჯგუფში და „ოთხთა ფინალში“ ვერ გავიდა.

60 წლის ლიოვი გერმანიის ნაკრებს 14 წელია უდგას სათავეში.