გერმანიის ნაკრები 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრები 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა 17-წლამდელ ფეხბურთელებს შორის ევროპის ჩემპიონატი. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებები.

ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა. გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, რომელიც გერმანიამ 5:4 მოიგო.

გერმანელებმა ნახევარფინალში პოლონეთს მოუგეს 5:4, ფრანგებმა კი ესპანელები დაამარცხეს – 3:1.

ტურნირს ოთხი საუკეთესო ბომბარდირი ჰყავს: გერმანელები პარის ბრუნერი და რობერტ რამსაკი, ესპანელები – მარკ გუიუ და „ბარსელონას“ ვუნდერკინდი ლამინ იამალი.