გერმანიის ჩემპიონატი, XXIX ტურის ფაქტები და სტატისტიკა

10:57, 15.04.2019

ფაქტები
* “დორტმუნდი” შინ 15 მატჩია არ მარცხდება (+13=2). გუნდი ამ მატჩებში მინიმუმ ორ გოლს იტანდა.
* 19 წლის სანჩო “დორტმუნდის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც სეზონში 10 გოლი გაიტანა.
* “მაინცმა” სტუმრად ზედიზედ მეექვსედ წააგო. ამ სერიისას 19 გოლი გაუშვა და მხოლოდ სამი გაიტანა.
* “ჰანოვერმა” ზედიზედ მერვე მატჩი წააგო.
* “ვერდერი” 12 მატჩია არ მარცხდება და შინ რვა მატჩია არ წაუგია.
* “ვერდერს” ამ სეზონში ყველა მატჩში აქვს გოლი გატანილი. ტოპ5 ქვეყნების ჩემპიონატებში მხოლოდ “პარი სენ-ჟერმენმა” გაიტანა ყველა მატჩში.
* 19 წლის ჰაფერცმა მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში. ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა 1967-68 წლის სეზონის შემდეგ, ვისაც ბუნდესლიგაში 13 გოლი დაუგროვდა.
* “შტუტგარტს” ბოლო 14 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
* “ლაიპციგმა” ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და 11 მატჩია არ მარცხდება.
* “ლაიპციგს” ყველა ტურნირზე 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
* “შალკეს” ბოლო 11 მატჩში ერთი მოგება აქვს.
* “ნიურნბერგმა” ამ სეზონში ხუთი პენალტიდან სამი ვერ გამოიყენა.
* “ჰოფენჰაიმმა” ზედიზედ მესამედ მოიგო და ბოლო ხუთ მატჩში 13 ქულა აიღო.
* “ჰოფენჰაიმს” შინ ზედიზედ ოთხი მოგება დაუგროვდა.
* “ჰერტამ” ზედიზედ მეხუთედ წააგო. ამ სერიისას, გუნდმა ოთხი გაიტანა და 14 გაუშვა.
* ნიკო კოვაჩმა 50-ე მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში მწვრთნელის რანგში.
* კომანმა ბოლო ექვს ტურში ორი დუბლი შეასრულა.
* გნაბრიმ ბოლო ხუთ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.
* “ბაიერნმა” 25-დან 23-ჯერ მოიგო ჩემპიონობა, როცა 29 ტურის შემდეგ ლიდერი იყო.
* შეწყდა “აინტრახტის” ექვსმატჩიანი მოგებათა და 11-მატჩიანი წაუგებელი სერია.

შედეგები
ნიურნბერგი-შალკე 1:1
გოლები: 1:0 კუბო (82), 1:1 ნასტასიჩი (85)

ლაიპციგი-ვოლფსბურგი 2:0
გოლები: 1:0 კამპლი (16), 2:0 ვერნერი (28)

შტუტგარტი-ლევერკუზენი 0:1
გოლი: 0:1 ჰაფერცი (64-პენ)

ვერდერი-ფრაიბურგი 2:1
გოლები: 1:0 კლაასენი (76), 2:0 გებრე სელასიე (84), 2:1 ვალდშიმდტი (90+3)

ჰანოვერი-გლადბახი 0:1
გოლი: 0:1 რაფაელი (53)

დორტმუნდი-მაინცი 2:1
გოლები: 1:0 სანჩო (18), 2:0 სანჩო (24), 2:1 კაისონი (84)

ჰოფენჰაიმი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 ამირი (29), 2:0 ნელსონი (76)

ფორტუნა-ბაიერნი 1:4
გოლები: 0:1 კომანი (15), 0:2 კომანი (42), 0:3 გნაბრი (55), 1:3 ლუკებაკიო (89-პენ), 1:4 გორტეცკა (90+2)

აინტრახტი-აუგსბურგი 1:3
გოლები: 1:0 პასიენსია (14), 1:1 რიხტერი (31), 1:2 რიხტერი (45+4), 1:3 გრეგორიტში (84)

სატურნირო მდგომარეობა
1. ბაიერნი – 67
2. დორტმუნდი – 66
3. ლაიპციგი – 58
4. აინტრახტი – 52
5. გლადბახი – 51
6. ჰოფენჰაიმი – 47
7. ვერდერი – 46
8. ლევერკუზენი – 45

ბომბარდირები
21 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)
17 – იოვიჩი (აინტრახტი)
16 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)
15 – პოულსენი (ლაიპციგი)
15 – როისი (დორტმუნდი)
15 – კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი)

მსგავსი