გერმანიის ჩემპიონატი, XXII ტურის ფაქტები და სტატისტიკა

11:29, 18.02.2019

ფაქტები

– ლეონ გორეტცკას ავტოგოლი ყველაზე სწრაფი გოლია ამ სეზონში.
– „აუგსბურგმა“ პირველად გაუტანა ოფიციალურ მატჩში „ბაიერნს“ ერთზე მეტი გოლი.
– „ჰანოვერს“ სტუმრად ბუნდესლიგაში ზედიზედ 23 მატჩია არ მოუგია – 2017 წლის 21 ოქტომბრის შემდეგ.
– „ლაიპციგმა“ ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩი მოიგო.
– „შტუტგარტს“ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ამ შვიდ მატჩში ექვსი წააგო.
– იუსუფ პოულსენმა ამ სეზონში მეხუთე დუბლი შეასრულა.
– „ლაიპციგმა“ შტუტგარტში ბოლო შვიდ მატჩში მეექვსედ მოიგო.
– „მაინცმა“ ზედიზედ მესამედ წააგო. სამივეჯერ დიდი ანგარიშით.
– „ვოლფსბურგი“ 1100-ე მატჩს ატარებდა ბუნდესლიგაში.
– „მაინცმა“ ბოლო ცხრა მატჩიდან ექვსში, პირველ 15 წუთში გაუშვა გოლი.
– „ჰერტა“ ოთხი ტურია შინ ვერ იგებს.
– „ვერდერი“ კვლავაც ერთადერთი გუნდია სეზონში, რომელსაც ყველა მატჩში გოლი აქვს გატანილი.
– „აინტრახტმა“ ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშა.
– „აინტრახტი“ შვიდი ტურია არ აგებს.
– „გლადბახმა“ თავისი ბოლო ხუთი გოლი მატჩების უკანასკნელ 15 წუთში გაიტანა.
– „ლევერკუზენმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.
– „ლევერკუზენს“ ბოლო შვიდ მატჩში ექვსი მოგება დაუგროვდა.
– „ლევერკუზენი“ 12 ქულით საუკეთესო გუნდია 2019 წელს.
– „ფორტუნას“ დამრიგებელმა ფუნკელმა 801-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში (მოთამაშისა და მწვრთნელის ამპლუაში), რითაც გაუთანაბრდა ფელიქს მაგათს. მათზე წინ მხოლოდ იუპ ჰაინკესი და ოტო რეჰაგელი არიან.
– „ვერდერის“ ფორვარდმა კლაუდიო პისარომ 40 წლის, ოთხი თვისა და 13 დღის ასაკში გაიტანა გოლი. ის გახდა ბუნდესლიგაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც გერმანიის ჩემპიონატში გოლი გაუტანია.
– პისარო გახდა პირველი და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც უმაღლეს დონეზე ზედიზედ 21 სეზონია გოლი გააქვს.

შედეგები

აუგსბურგი-ბაიერნი 2:3
გოლები: 1:0 გორეტცკა (1-საკ. კარში), 1:1 კომანი (17), 2:1 ჟი (24), 2:2 კომანი (45+3), 2:3 ალაბა (53)

შალკე-ფრაიბურგი 0:0

ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 3:0
გოლები: 1:0 ჟოელინტონი (4), 2:0 ბელფოდილი (14), 3:0 დემირბაი (80)

შტუტგარტი-ლაიპციგი 1:3
გოლები: 0:1 პოულსენი (6), 1:1 ცუბერი (16-პენ), 1:2 ზაბიტცერი (68), 1:3 პოულსენი (74)

ვოლფსბურგი-მაინცი 3:0
გოლები: 1:0 არნოლდი (4), 2:0 ვეგჰორსტი (70-პენ), 3:0 კნოხე (76)

ჰერტა-ვერდერი 1:1
გოლები: 1:0 ზელკე (25), 1:1 პისარო (90+6)

აინტრახტი-გლადბახი 1:1
გოლები: 1:0 და კოსტა (45+1), 1:1 ზაკარია (82)

ლევერკუზენი-ფორტუნა 2:0
გოლები: 1:0 ჰაფერცი (18), 2:0 ბეილი (66)

ნიურნბერგი-დორტმუნდი ორშაბათს

სატურნირო მდგომარეობა

1. დორტმუნდი – 50 ქულა
2. ბაიერნი – 48
3. გლადბახი – 43
4. ლაიპციგი – 41
5. ლევერკუზენი – 36
6. ვოლფსბურგი – 35

ბომბარდირები

14 – ლუკა იოვიჩი (აინტრახტი)
13 – მარკო როისი (დორტმუნდი)
13 – რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
12 – იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი)
12 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)

მსგავსი