გერმანიის ჩემპიონატი - XXI ტურის ფაქტები და სტატისტიკა
გერმანიის ჩემპიონატი - XXI ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* „ლევერკუზენს“ ბოლო ექვს მატჩში ხუთი მოგება აქვს.
* „ლევერკუზენმა“ სტუმრად ზედიზედ მესამე მატჩში გაიმარჯვა.
* „დორტმუნდმა“ ზედიზედ მეორე მატჩში დაკარგა ქულები.
* „დორტმუნდი“ შინ 11 მატჩია არ აგებს.
* „ჰოფენჰაიმი“ რვა მატჩია სტუმრად არ მარცხდება. ბოლო წაგება 2018 წლის 15 სექტემბრით თარიღდება.
* მარიო გიოტცემ ბუნდესლიგაში 50-ე გოლი გაიტანა. მას ამისთვის 204 მატჩი დასჭირდა.
* გიოტცეს გუნდს არასოდეს წაუგია, როცა ეს ფეხბურთელი გოლს იტანდა (+36=7).
* „ლაიპციგს“ ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული – 18.
* „გლადბახმა“ ამ სეზონში პირველად წააგო საკუთარ მოედანზე.
* შეწყდა „გლადბახის“ 12-მატჩიანი მოგებათა სერია საშინაო არენაზე.
* „ჰანოვერმა“ შეწყვიტა ცხრა მატჩიანი მოუგებელი და ოთხმატჩიანი წაგებათა სერია.
* „ჰანოვერმა“ შეწყვიტა შინ ხუთმატჩიანი წაგებათა სერია.
* „ჰანოვერი“ 522 წუთის განმავლობაში ვერ იტანდა გოლს საკუთარ მოედანზე.
* „ნიურნბერგი“ 15 ტურია ვერ იგებს.
* „ნიურნბერგს“ 16 მატჩია სტუმრად არ მოუგია.
* „ფრაიბურგს“ 2019 წელს მოგება არ აქვს.
* რობერტ ლევანდოვსკიმ 119-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში „ბაიერნის“ მაისურით და კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე გადავიდა და ჩამორჩება მხოლოდ კარლ-ჰაინც რუმენიგესა და გერდ მიულერს.
* ჯოშუა კიმიხმა მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.
* „შალკეს“ ზედიზედ 17 მატჩია არ მოუგია „ბაიერნისთვის“ (=3-14).
* ლევანდოვსკი პირველი მოთამაშეა, ვინც „ალიანც არენაზე“ 100 გოლი გაიტანა.
* „ფორტუნას“ დამრიგებელმა ფუნკელმა მე-800 მატჩი ჩაატარა მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში. უფრო მაღლა არიან – იუპ ჰაინკესი (1138), ოტო რეჰაგელი (1033) და ფელიქს მაგათი (801).
* „შტუტგარტს“ ყველაზე ცუდი შედეგი აქვს თავის ისტორიაში 21 ტურის შემდეგ.
* „ვერდერი“ ისევ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ყველა მატჩში გოლი აქვს გატანილი.

შედეგები

მაინცი-ლევერკუზენი 1:5
გოლები: 0:1 ვენდელი (5), 1:1 კუიასონი (9), 1:2 ჰაფერცი (20), 1:3 ბრანდტი (30), 1:4 ბელარაბი (43), 1:5 ბრანდტი (64)

დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 3:3
გოლები: 1:0 სანჩო (32), 2:0 გიოტცე (43), 3:0 რაფაელ გერეირო (67), 3:1 ბელფოდილი (75), 3:2 კადერჟაბეკი (83), 3:3 ბელფოდილი (87)

ლაიპციგი-აინტრახტი 0:0

გლადბახი-ჰერტა 0:3
გოლები: 0:1 კალუ (30), 0:2 დუდა (56), 0:3 ზელკე (76)

ჰანოვერი-ნიურნბერგი 2:0
გოლები: 1:0 მიულერი (45+5), 2:0 მიულერი (77)

ფრაიბურგი-ვოლფსბურგი 3:3
გოლები: 0:1 რუსიონი (11), 1:1 გრიფო (37), 1:2 ვეგჰორსტი (63), 2:2 პეტერსენი (70), 2:3 შტეფენი (75), 3:3 ვალდშმიდტი (88)

ბაიერნი-შალკე 3:1
გოლები: 1:0 ბრუმა (12-საკ. კარში), 1:1 ქუთუჩუ (25), 2:1 ლევანდოვსკი (27), 3:1 გნაბრი (57)

ვერდერი-აუგსბურგი 4:0
გოლები: 1:0 რაშიკა (5), 2:0 ეგეშტაინი (27), 3:0 რაშიკა (28), 4:0 მოვალდი (83

ფორტუნა-შტუტგარტი 3:0
გოლები: 1:0 ქარამანი (34), 2:0 ფინკი (49), 3:0 რამანი (85)

სატურნირო მდგომარეობა

1. დორტმუნდი – 50 ქულა
2. ბაიერნი – 45
3. გლადბახი – 42
4. ლაიპციგი – 38
5. აინტრახტი – 33
6. ლევერკუზენი – 33

ბომბარდირები

14 – იოვიჩი (აინტრახტი)
13 – როისი (დორტმუნდი)
13 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)
12 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)