გერმანიის ჩემპიონატი - XIV ტურის ფაქტები და სტატისტიკა
გერმანიის ჩემპიონატი - XIV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* „ფრაიბურგმა“ სეზონში მეექვსედ შეძლო პირველ 15 წუთში გოლის გატანა.

* „აინტრახტისა“ და „ლევერკუზენის“ მატჩებში ყოველთვის გადის მინიმუმ ერთი გოლი – სულ 71 შეხვედრა.

* „აუგსბურგმა“ ცხრა მატჩში შეძლო ბოლო 15 წუთში გოლის გატანა.

* „კიოლნმა“ ამ სეზონში მხოლოდ ორი ქულა აიღო საშინაო მატჩებში და 18 გოლი გაუშვა.

* „უნიონს“ ამ სეზონში ყველა მატჩში აქვს გატანილი გოლი. ასეთი სერია მხოლოდ „ბაიერნს“ აქვს.

* „ვერდერმა“ შინ ზედიზედ მეხუთედ ვერ მოიგო.

* ჰერმანმა 349-ე მატჩი ჩაატარა „გლადბახში“ და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა კლუბის ლეგენდას გიუნტერ ნეტცერს. ისინი მერვე ადგილს იყოფენ საერთო სიაში.

* „არმინიამ“ ამ სეზონში ათიდან ათი მატჩი წააგო, როცა პირველმა გაუშვა გოლი.

* „შალკეს“ 30-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს ბუნდესლიგაში. რეკორდი (31 მატჩი) ეკუთვნის „ტასმანია ბერლინს“.

* „შალკე“ 351 მატჩია ვერ იგებს ჩემპიონატში – ეს ბუნდესლიგის ახალი ანტირეკორდია.

* „შალკე“ 26 მატჩია „მშრალად“ ვერ ინახავს საკუთარ კარს.

* „ლაიპციგმა“ ბუნდესლიგაში 150-ე მატჩი ჩაატარა. გუნდს ლიგის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს 150 თამაშის შემდეგ – 81 მოგება, 40 ფრე და 29 წაგება.

* „შტუტგარტს“ შინ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

* სანჩომ სეზონში პირველი გოლი გაიტანა. მას ამისთვის 26 ზუსტი დარტყმა დასჭირდა. შარშანდელ ჩემპიონატში მის ანგარიშზე 53 ზუსტ დარტყმაში 17 გოლი ჰქონდა.

* „დორტმუნდს“ „ვოლფსბურგთან“ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 10 მოგება და ერთი ფრე.

* „ბაიერნი“ ბუნდესლიგის ბოლო რვა მატჩში მდევრის როლში იყო, მაგრამ არც ერთხელ არ წააგო.

* „ბაიერნს“ ლიგაში ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია აქვს – 12 მატჩი.

* ბოლოს „ბაიერნს“ პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 ჩამორჩენა 2018 წლის ოქტომბერში ჰქონდა. მან ის მატჩი შინ „გლადბახთან“ 0:3 წააგო.

 

 

ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი                   1:3

0:1 სანტამარია (7), 0:2 გრიფო (34-პენ), 0:3 ადამსი (42-საკ. კარში), 1:3 ბებუ (58)

 

აინტრახტი-ლევერკუზენი               2:1

0:1 ამირი (10), 1:1 იუნესი (22), 2:1 ტაპსობა (54-საკ. კარში)

 

კიოლნი-აუგსბურგი 0:1

0:1 იაგო (77)

 

ვერდერი-უნიონი    0:2

0:1 ბეკერი (12), 0:2 ავონი (29)

 

არმინია-გლადბახი  0:1

0:1 ემბოლო (58)

 

ჰერტა-შალკე            3:0

1:0 გენდუზი (36), 2:0 კორდობა (52), 3:0 პიონტეკი (80)

 

შტუტგარტი-ლაიპციგი                                      0:1

0:1 ოლმო (67)

 

დორტმუნდი-ვოლფსბურგი                2:0

1:0 აკანჯი (66), 2:0 სანჩო (90+1)

 

ბაიერნი-მაინცი        5:2

0:1 ბურკარდტი (32), 0:2 ჰაკი (44), 1:2 კიმიხი (50), 2:2 სანე (55), 3:2 ზიულე (70), 4:2 ლევანდოვსკი (76), 5:2 ლევანდოვსკი (82)

 

 

  1. ბაიერნი – 33 ქულა (14 მატჩი)
  2. ლაიპციგი – 31 (14)
  3. ლევერკუზენი – 28 (14)
  4. დორტმუნდი – 25 (14)
  5. უნიონი – 24 (14)
  6. ვოლფსბურგი – 24 (14)
  7. გლადბახი – 21 (14)
  8. აინტრახტი – 20 (14)

 

ბომბარდირები

19 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

10 – ჰალანდი (დორტმუნდი)

9 – ანდრე სილვა (აინტრახტი)

9 – ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი)