– “ფორტუნას” სტუმრად 21 მატჩი არ მოუგია. ბუნდესლიგაში გასვლაზე ბოლო გამარჯვება გუნდს 2012 წლის 25 სექტემბერს ჰქონდა.
– “ბაიერნმა” შეწყვიტა შინ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია.
– “ნიურნბერი” რვა ტურია ვერ იგებს.
– “ნიურნბერგის” სტუმრად მოუგებელი სერია 13 მატჩს შეადგენს.
– რობერტ ლევანდოვსკიმ შეწყვიტა 376-წუთიანი უგოლი სერია.
– ლევანდოვსკის 50 ან მეტ მატჩში გაუტანია მინიმუმ ორი გოლი. მხოლოდ გერდ მიულერს (87 მატჩი) და იუპ ჰაინკესს (51) ჰქონიათ უფრო მეტი ასეთი მატჩი.
– რიბერიმ პირველად გაიტანა 2018 წლის 31 მარტის შემდეგ. უგოლო სერია 13 მატჩს მოიცავდა.
– “დორტმუნდმა” ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
– “აუგსბურგმა” ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. ასეთი რამ კლუბის ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოხდა.
– ნილს პეტერსენმა 37-ე გოლი გაიტანა “ფრაიბურგის” მაისურით, რითაც გაუთანაბრდა კლუბის ყველა დროის ბომბარდირს პაპის სისეს. ამ სიაში მესამე ადგილზეა ალექსანდრე იაშვილი, რომელსაც 29 გოლი აქვს.
– “ჰოფენჰაიმის” წაუგებელი სერია შვიდ მატჩს უდრის.
– “ჰოფენჰაიმი” ლიდერია სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობით – 17.
– “ჰოფენჰაიმს” ამ სეზონში ყველა მატჩში აქვს გატანილი მინიმუმ ერთი გოლი.
– “ჰანოვერს” 20 მატჩია სტუმრად არ მოუგია. ეს სერია 2017 წლის 4 ნოემბრიდან იღებს სათავეს.
– “მაინცს” ზედიზედ 22 პენალტი აქვს გატანილი ბუნდესლიგაში. რეკორდი 24 გატანილი პენალტია, რომელიც “ბოხუმს” ეკუთვნის.
– “გლადბახმა” შინ ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო და ზედიზედ მეთორმეტედ არ წააგო.
– “გლადბახმა” შინ ბოლო ოთხი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო.
ვერდერი-ფორტუნა 3:1
გოლები: 1:0 მოვალდი (20), 1:1 ლუკებაკიო (43-პენ), 2:1 ჰარნიკი (71), 3:1 სარჯენტი (78)
ბაიერნი-ნიურნბერგი 3:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (8) 2:0 ლევანდოვსკი (27) 3:0 რიბერი (56)
შალკე-დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 დილეინი (7), 1:1 კალიჯური (61-პენ), 1:2 სანჩო (74)
ლევერკუზენი-აუგსბურგი 1:0
გოლი: 1:0 ალარიო (75)
ფრაიბურგი-ლაიპციგი 3:0
გოლები: 1:0 პეტერსენი (12), 2:0 ვალდშმიდტი (45+1-პენ), 3:0 ფრანტცი (52)
ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 2:2
გოლები: 0:1 ბელფოდილი (4), 1:1 ბიჩაკჩიჩი (29-საკ. კარში), 2:1 გინჩეკი (32), 2:2 კრამარიჩი (71)
ჰერტა-აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 გრუიჩი (40)
მაინცი-ჰანოვერი 1:1
გოლები: 0:1 ვეიდანდტი (12), 1:1 ბროსინსკი (86-პენ)
გლადბახი-შტუტგარტი 3:0
გოლები: 1:0 რაფაელი (69), 2:0 ნოიჰაუსი (77), 3:0 პავარი (84-საკ. კარში)
1. დორტმუნდი – 36
2. გლადბახი – 29
3. ბაიერნი – 27
4. ლაიპციგი – 25
5. აინტრახტი – 23
6. ჰერტა – 23
7. ჰოფენჰაიმი – 22
ბომბარდირები:
10 – პაკო ალკასერი (დორტმუნდი)
10 – იოვიჩი (აინტრახტი)
9 – როისი (დორტმუნდი)
9 – ჰალერი (აინტრახტი)
9 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)