გერმანიის ჩემპიონატი. IV ტურის ფაქტები და სტატისტიკა
გერმანიის ჩემპიონატი. IV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* მარკო როისმა 2014 წლის მარტის შემდეგ პირველად გაიტანა, შეცვლიდან მოედანზე შესვლის შემდეგ.

* “დორტმუნდს” 21 ოფიციალური მატჩია ფრედ არ უთამაშია. ეს სერია 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო.

* ჰალანდმა ამ სეზონში “დორტმუნდის” რვა გოლიდან ექვსში მიიღო მონაწილეობა – ოთხი გოლი და ორი შედეგიანი პასი.

* “ლაიპციგი” ბუნდესლიგაში სტუმრად ცხრა მატჩია არ მარცხდება, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.

* “არმინიამ” პირველად წააგო შინ ოფიციალური მატჩი 2019 წლის 20 ოქტომბრის შემდეგ.

* ლევანდოვსკი შვიდი გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. ლიგის ბოლო ცხრა მატჩში პოლონელმა რვა გოლი გაიტანა.

* ამ სეზონში “ბაიერნის” მატჩებში საშუალოდ 5.0 გოლი გადის.

* “ვოლფსბურგმა” ზედიზედ მეოთხედ ითამაშა ფრედ.

* “აინტრახტს” საუკეთესო სტარტი აქვს ბოლო რვა წელიწადში.

* “აინტრახტი” ბუნდესლიგაში ექვსი მატჩია დაუმარცხებელია.

* შარშანდელი სეზონის რესტარტის შემდეგ, მაისიდან მოყოლებული ანდრე სილვას ბუნდესლიგის 14 მატჩში 11 გოლი აქვს. ამ პერიოდში უფრო მეტი ლევანდოვსკის აქვს გატანილი (16).

* “კიოლნი” ბუნდესლიგაში 14 მატჩია ვერ იგება – ხუთი ფრე და ცხრა წაგება.

* “შალკემ” შეწყვიტა შვიდმატჩიანი წაგებების სერია.

 

შედეგები

ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი            0:1

გოლი: 0:1 როისი (76)

 

ფრაიბურგი-ვერდერი  1:1

გოლები: 1:0 ლინჰარტი (16), 1:1 ფიულკრუგი (25-პენ)

 

ჰერტა-შტუტგარტი      0:2

გოლები: 0:1 კემპფი (9), 0:2 კასტრო (56)

 

მაინცი-ლევერკუზენი  0:1

გოლები: 0:1 ალარიო (30)

 

აუგსბურგი-ლაიპციგი 0:2

გოლები: 0:1 ანჯელინო (45), 0:2 პოულსენი (66)

 

არმინია-ბაიერნი           1:4

გოლები: 0:1 მიულერი (8), 0:2 ლევანდოვსკი (26), 0:3 ლევანდოვსკი (45+1), 0:4 მიულერი (51), 1:4 დოანი (58)

 

გლადბახი-ვოლფსბურგი            1:1

გოლები: 1:0 ჰოფმანი (78-პენ), 1:1 ვეგჰორსტი (85)

 

კიოლნი-აინტრახტი     1:1

გოლები: 0:1 ანდრე სილვა (45-პენ), 1:1 დუდა (52)

 

შალკე- უნიონი  1:1

გოლები: 0:1 ფრიდრიხი (55), 1:1 პასიენსია (69)

 

გათამაშების ცხრილი

  1. ლაიპციგი – 10 ქულა
  2. ბაიერნი – 9
  3. დორტმუნდი – 9
  4. აინტრახტი – 8
  5. შტუტგარტი – 7
  6. აუგსბურგი – 7
  7. ვერდერი – 7
  8. ჰოფენჰაიმი – 6

 

ბომბარდირები

7 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

6 – კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი)

4 – ფიულკრუგი (ვერდერი)

4 – ჰალანდი (დორტმუნდი)