გერმანიაში საჩვენებელი საჩოგბურთო ტურნირი დასრულდა, რომელიც მსოფლიოს 143-ე ჩოგანმა მოიგო
გერმანიაში საჩვენებელი საჩოგბურთო ტურნირი დასრულდა, რომელიც მსოფლიოს 143-ე ჩოგანმა მოიგო

საჩოგბურთო სამყაროში მარტში გამოცხადებული პაუზის შემდეგ, გერმანიაში პირველი საჩვენებელი ტურნირი გაიმართა, რომელიც 4 მაისს დასრულდა.

ოთხდღიანი ტურნირის ფინალში მსოფლიოს 143-ე ჩოგანი იანიკ ჰანფმანი კლასიფიკაციის 246-ე ნომერს დასტინ ბრაუნს ხვდებოდა. ჰანფმანმა ორ სეტში იოლად მოიგო – 4:2, 4:0.

ტურნირი გერმანიის ქალაქ კობლენცში გაიმართა. მასში რვა ადგილობრივმა ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა. მატჩები მაყურებელების, ხაზის მსაჯებისა და ბურთების მომწოდებელი ბავშვების გარეშე იმართება. თითო სეტი ოთხი გეიმის მოგებამდე გრძელდებოდა, გეიმებში კი არ იყო ანგარიში „თანაბარი“ და 40:40-ის შემდეგ, გეიმის ბედს ერთი ქულა წყვეტდა. ტურნირის საპრიზო ფონდი იყო სამი ათასი ევრო.

შეგახსენებთ, რომ ყველა რანგის ოფიციალური ტურნირი ჩოგბურთში 13 ივლისამდეა აკრძალული.