გერმანიაში რუსი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემას არ აპირებენ #1TVSPORT
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, რუს და ბელარუს სპორტსმენებს არ დაუშვებენ გერმანიის ტერიტორიაზე გასამართ ტურნირებზე. ეს ოკუპანტი ქვეყნების ათლეტებისთვის ვიზაზე უარის თქმის წყალობით გახდება შესაძლებელი.
„თუ ფედერალური მიწების საგარეო საქმეთა სამინისტროები დაეთანხმებიან ჩემს პოზიციას, ჩვენ უარს ვეტყვით რუს და ბელარუს სპორტსმენებს გერმანიაში შესასვლელ ვიზებზე. რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს საერთაშორისო სპორტული ტურნირები საკუთარი პროპაგანდისთვის“, – მოჰყავს ფეზერის სიტყვები გაზეთ Die Welt-ს.
ასევე განიხილება გერმანიაში საერთაშორისო ტურნირებისთვის სახელმწიფო ფინანსირების მოხსნა ის შემთხვევაში, თუ იქ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები გამოვლენ.